450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებების განადგურება
ღუმელში დამწვარი ასეულობით კილოგრამი ნარკოტიკი.
ბოლო თვეებში სხვადასხვა სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული, ჯამში 450 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერებები დღეს ნორიოში სპეციალური წესით გაანადგურეს. მათ შორისაა კოკაინი, ჰეროინი, კანაფი, მეთადონი, ასევე ფსიქოტროპული საშუალებები. რამდენიმე მილიონ ლარად შეფასებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში ჩაყრამდე საგანგებოდ დაცულ საცავში ინახებოდა.
განადგურების პროცესს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც დაესწრო.