45 წელი „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან, თბილისის მერთან, სპორტის მინისტრთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას და ვეტერან „დინამოელებს“ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რეინშტადიონზე“ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა – თბილისის „დინამომ“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი, იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.