44 წელი ისტორიული გამარჯვებიდან

სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო „პულმანში“ 1981 წლის 13 მაისის წარმატება აღინიშნა.

44 წლის წინ, თბილისის „დინამო“ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ეს დღემდე ქართული ფეხბურთის ერთადერთი ევროპული საკლუბო ტიტულია. საღამოს ესწრებოდნენ 13 მაისის მონაწილეები, დინამოელები, ვეტერანი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ფინანსურად დააჯილდოვეს.