43 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

გამორჩეული თარიღი საქართველოსთვის. კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებული ინტრონიზაციით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო: განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პატრიარქობის პირველი წლები, რადგან საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეკლესიას მაშინ თითქმის არ ჰყავდა მრევლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, სასულიერო სასწავლებლების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება – ეს მხოლოდ ნაწილია იმ დამსახურებების, რომლებიც ილია მეორის სახელს უკავშირდება.

პატრიარქობის 43 წელი გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი