42° პარალელი - ტრამპის იმპიჩმენტი / ინდიელთა როლი ლათინოამერიკულ პოლიტიკაში / ბაქარ ბერეკაშვილის ვიდეობლოგების სერია - ჩვენი ეპოქის კრიზისები. ბლოგი #6 / რა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარი მისია და გართულდა თუ არა დღეს ამ მისიის შესრულება?
- ტრამპის თხოვნა ზელენსკის მიმართ, რომ დემოკრატი საპრეზინდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის უკრაინაში საქმიანობის გამოძიება დაეწყო, საფუძველი გახდა დემოკრატიულ პარტიას, მისი ლიდერის ნენსი პელოსის ლიდერობით, 31 ოქტომბერს კონგრესს ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის კენჭი ეყარა, მიეღოთ რეზოლუცია, რითაც გამოძიების ახალი, გამჭვირვალე ფაზა დაეწყო
- პროტესტები ეკვადორში და „ჩილეს გაზაფხული“ ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ანტისახელისუფლებო გამოსვლებად იქცა. ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებით პროვოცირებული პროტესტები სახალხო ამბოხებაში გადაიზარდა და არა მხოლოდ აჩვენა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საპროტესტო პოტენციალი, არამედ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ნეოლიბერალური მოდელის პრობლემები, რომელიც სამართლიანი საზოგადოების პრინციპებს უგულებელყოფს. ინდიელების წამყვანი როლი პროტესტებში კი ახალ ორიენტირებს იძლევა უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ასაშენებლად. რეზი ქოიავა ისაუბრებს ინდიელთა როლზე ლათინური ამერიკის პოლიტიკაში
- 42° პარალელი – ბაქარ ბერეკაშვილის ვიდეობლოგების სერია – ჩვენი ეპოქის კრიზისები. ბლოგი #6: სოციალიზმის კრიზისი
- ინტერვიუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, იონოვ ფრედერიკ აგასთან რა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარი მისია? გართულდა თუ არა დღეს ამ მისიის შესრულება? უბიძგებს თუ არა არსებული სავაჭრო ომი ჩინეთს, ფოკუსი საერთაშორისო ასპარეზიდან ქვეყნის შიგნით გადაიტანოს, რამაც შესაძლოა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაზე უარყოფითად იმოქმედოს? რატომ არ არის საკმარისი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის?
42° პარალელი