სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანის და მევლუთ ჩავუშოღლუს მოლაპარაკებები 15 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრამდეც და მას შემდეგაც მედიაში ოპტიმისტური კომენტარები მრავლად ისმოდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა არარატ მირზოიანის ვიზიტს ანკარაში „ისტორიული“ უწოდა. რა მოლოდინები გაჩნდა შეხვედრის შემდეგ და ველოდოთ თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას? ამ თემებზე რეზი ქოიავა ისაუბრებს
42° პარალელი