42° პარალელი - MESA - „არაბული ნატო“ / „ფეისბუკი“ - საზოგადოება ორი მილიარდი მომხმარებლით / ინტერვიუ სლოვენიის ყოფილ პრეზიდენტთან დანილო ტურკთან
- MESA – „არაბული ნატო“ – ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ბოლო დროს აქტიურად მუსირებს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სუნიტურ არაბულ სივრცეში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მსგავსი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის სურვილი. ოფიციალური სამიტები, რომელიც ამ იდეის განხილვას უნდა დათმობოდა, გასულ წლებში რამდენჯერმე გადაიდო. მიზეზი ჯერ ყატარის ბლოკადა, ხოლო ბოლოს საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება გახდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- ფეისბუკი – საზოგადოება ორი მილიარდი მომხმარებლით – ფეისბუკი 15 წლის გახდა. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ სამყაროს შეცვლა შეძლო, თუმცა უფრო ძლიერად ის თავად შეიცვალა. დღეს ფეისბუკი არის ორ მილიარდზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოში, პოლიტიკური სკანდალები, ე.წ. „ბოროტების კორპორაცია“ ამერიკასა და ევროპაში და ამავდროულად საჯარო სფეროს ნაწილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. რევაზ ქოიავა ფეისბუკის 15 წლის შესახებ
- ინტერვიუ სლოვენიის ყოფილ პრეზიდენტთან დანილო ტურკთან – სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტურკი, საუბრობს თუ როგორ მოახერხა სლოვენიამ სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა რომ 1990-იან წლებში საქართველო და სლოვენია განვითარების ფაქტიურად ერთ დონეზე იყვნენ, დღეს სლოვენია უკვე განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება. იგი ასევე საუბრობს ევროკავშირის კრიზისზე და მის ძირითად მიზეზებზე. და ბოლოს, იგი კონკრეტულ რჩევებს აძლევს საქართველოს, ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. საქართველო თავად უნდა გახდეს კონკრეტული ინიციატივების ავტორი და მოძებნოს მხარდამჭერები საკუთარი ინტერესების გასატარებლად ევროკავშირის შიგნით. დანილო ტურკს, ტატო ხუნდაძე ესაუბრა.
42° პარალელი