42° პარალელი - „დომინოს ეფექტი“ - რას გამოიწვევს INF შეთანხმების ჩაშლა
შეიარაღების საერთაშორისო კონტროლის სფეროში ახალი ფურცელი გადაიშალა. ახალი შეთანხმებები უნდა იყოს არა ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი, გაითვალისწინოს შეიარაღების სისტემების არა იმდენად რაოდენობრივი, რამდენადაც ხარისხობრივი პარამეტრები, გააჩნდეს კონტროლის სრულიად სხვა მექანიზმები. მოლაპარაკება შეიძლება ყველაფერზე, თუმცა ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან დროს და მოთმინებას, რადგან საჭიროა პროცესში ჩინეთის და სხვა ბირთვული ქვეყნების ჩართვა და იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ მათი ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამერიკის და რუსეთის პოტენციალს. ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში სწრაფი გადაწყვეტა არ არსებობს. რევაზ ქოიავა მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმების ჩაშლის და შეიარაღების კონტროლის სამომავალო პერსპექტივების შესახებ.
42° პარალელი