შეხვერა ჰელსინკიში: სუსტი მოლოდინების სამიტი

იშვიათად, მაგრამ ვიღაცეებს სიყვარულშიც და თამაშშიც ერთდროულად უმართლებს. რუსეთში წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დაემთხვა ტრამპის და პუტინის პირველ სამიტს, რომელიც თავად წარმოადგენდა ხანგრძლივი გათამაშების და მრავალრიცხოვანი შესარჩევი მატჩების შედეგს. შეხვედრის შემდეგ ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს „პუტინის გამარჯვებაზე“ და ხაზს უსვამს ტრამპის სისუსტეს. ამის შემჩნევა რთული არ იყო, რადგან პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი მშვიდად და თავდაჯერებულად, ხოლო ამერიკელი კოლეგა მისთვის უჩვეულოდ დაბნეულად გამოიყურება. თუმცა ეს არ არის ის გამარჯვება, რომლის ნაყოფითაც რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს. პირიქით, იგი შეიძლება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში კრემლის მორიგ დამარცხებად გარდაიქმნას.

ავტორი: რეზი ქოიავა

42° პარალელი