42° პარალელი - ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება / პანდემიის გავლენა ბრიტანულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე / კორონავირუსი და 10 უთანასწორობა
- 42° პარალელი -ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება – პირდაპირი დიალოგი თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის
ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რაც ავღანეთის კონფლიქტის მსვლელობისას უპრეცედენტო მოვლენაა. Რამ განაპირობა მხარეებს შორის კომპრომისზე წასვლა და რა ბედი ელის ავღანურ ომს ინტერვიუს შოთა თხელიძესთან
თალიბანის შესახებ უფრო ვრცლად, „42-ე პარალელის” გასულ სიუჟეტში: https://bit.ly/2RPOb0y
- უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ბრიტანული პარტიული პოლიტიკა აგებული იყო კულტურული დაპირისპირების გარშემო, რომლის კულმინაციაც 2016 წლის „ბრექსიტის” რეფერენდუმი აღმოჩნდა.
2019 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ეს პოლიტიკური ლანდშაფტი თითქოს საბოლოოდ დაადასტურა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. პანდემიის პერიოდში ჩატარებული მრავალი კვლევა აჩვენებს ბრიტანელი ელექტორატის დღის წესრიგის ცვლილებას. მათ შორის, საინტერესოა, წინა დღეებში „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” (ECFR) მიერ გამოქვეყნებული კვლევა პანდემიის გავლენაზე ბრიტანულ პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.
მათე გაბიცინაშვილი მოგითხრობთ ამ კვლევისა და ბრიტანული პოლიტიკის დისკურსის ტრანსფორმაციის შესახებ.
- პანდემია იწვევს კრიზისების ჯაჭვს.
რა ტიპის უთანასწორობებს აჩენს და აღრმავებს პანდემია მსოფლიოში.
სიუჟეტში საუბარი იქნება 10 ტიპის უთანასწორობაზე, რომელიც უფრო მძაფრად დგას ახლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოდესმე.
42° პარალელი