42° პარალელი - ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები:უნდა ველოდოთ თუ არა სავალუტო ომს
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთთან ჩინური იუანი 6 აგვისტოს, ბოლო 11 წლის განმავლობაში, რეკორდულად გაუფასურდა, რასაც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ტრამპი ჩინეთს გაცვლითი კურსის ხელოვნურად მართვაში ადანაშაულებს და ექსპერტებს მოუწოდებს, გამონახონ გზები დოლარის გასაუფასურებლად. დოლარის გაუფასურებას შესაძლოა ჩინეთმა იუანის კიდევ უფრო გაუფასურებით უპასუხოს. რა ნაბიჯს გადადგამს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა? უნდა ველოდოთ თუ არა სავალუტო ომს?
42° პარალელი