40 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან – გამოხმაურებები
ჩერნობილის კატასტროფას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა აფეთქების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამცავი შენობების მოვლა-პატრონობა ყველას ინტერესებშია. თუმცა, მისივე თქმით, ომის მეშვეობით რუსეთს მსოფლიო კვლავ ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის ზღვარზე მიჰყავს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-ირანის „შაჰედების“ ტიპის დრონები რეგულარულად დაფრინავენ ელექტროსადგურზე და ერთ-ერთმა მათგანმა გასულ წელს შეკავების ადგილს დაარტყა.
მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავზე რომის პაპმა ლეო XIV-მ მძლავრი ტექნოლოგიების რისკების შესახებ ისაუბრა. პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ჩერნობილის ავარიამ კვალი დატოვა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე. დასავლური მედიის შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის ოთხწლიანმა ომმა შესაძლოა ტრაგედიის გამეორება გამოიწვიოს.