40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან 

21:56, 24.04.2026

ხვალ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება. დილის 10 საათზე სიონის ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარებს. წირვის შემდეგ მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი