სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა აღავლინა. ლიტურგიის შემდეგ, მეუფე შიომ მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადა.
ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება სიონის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში.