40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან – პანაშვიდი სიონში

18:09, 25.04.2026

საეკლესიო სწავლებით სწორედ მე-40 დღეს დგინდება გარდაცვლილის სულის სამუდამო ადგილსამყოფელი და ამ პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილისთვის განსაკუთრებულად ლოცულობენ. მეუფე შიოს კურთხევით, პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინებოდა. ამ პერიოდში არ შემწყდარა მრევლთა ნაკადი, რომლებიც დღესაც ტაძარში პატრიარქის ფოტოებითა და ყვავილებით მივიდნენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდს დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც.

მსგავსი