40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან – პანაშვიდი სიონში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა აღავლინა. ლიტურგიის შემდეგ, მეუფე შიომ მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და მსახურების ბოლოს მრევლს ქადაგებითაც მიმართა. მან ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამიერიდან საქართველოს სასუფეველში დიდი მეოხი ეყოლება.
როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, განვლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვისა და ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.