40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან

40 დღე გავიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან – გლოვის, ლოცვისა და ერთიანობის 40 დღე. „დაფიქრების, მისი უწმინდესობის, ილია მეორის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად შეაფასა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ეს დრო სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას, სადაც სხვა მღვდელმთავრებთან ერთად წირვა და პანაშვიდი აღასრულა.

„ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში და ილია მეორე თავისი ლოცვით შეგვეწევა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. ამ რწმენითა და პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად დღეს სიონში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.