4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმე

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე, გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ. საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის თქმით, მოწმეებმა დაცვის მხარის ვერსია გამორიცხეს, რომლის თანახმადაც ბავშვი დაზიანებებს ბანაობისას იღებდა.

შეგახსენებთ, სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა კი ბავშვის დედა დააკავეს.