4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული დედა პატიმრობაში დატოვეს.

ლეილა ქსოვრელს ორი კვირის წინ გაცემული შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ, თუმცა პროკურატურა ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს.

ბრალდებულს სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს. გამოძიება ასევე იკვლევს, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, რომელსაც მცირეწლოვანზე მონიტორინგი ევალებოდა.

ბავშვი სამი წლის და ექვსი თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, ცოტა ხნის წინ კი სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბრუნდა და მალევე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სწორედ ამის შემდეგ აეკრძალა დედას მცირეწლოვანთან მიახლოება.