4 წელი ყირიმის ანექსიიდან

ყირიმის ანექსიიდან თითქმის 4 წლის თავზე, უკრაინის ხელისუფლების მიერ ყირიმელთა უფლებების დარღვევის გამო, რუსული მხარე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დღეს პოზიციის დაფიქსირებას გეგმავდა, თუმცა სხდომა გაეროს პერსონალის გაფიცვის გამო ჩაიშალა.
ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო პრეზიდენტი  პროვოკაციაზე საუბრობს და ხელს კვლავ უკრაინელებისკენ იშვერს. მისი განცხადებით, წინა დღეს გაეროს თანამშრომელთა ნაწილი ძვირადღირებულ რესტორანში უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად იხილეს.