4 ოქტომბრის საქმე – შეფასებები
ხვალ გახდება ცნობილი, დაიდება თუ არა საპროცესო შეთანხება პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის. ასევე ხვალვე გაირკვევა, შეთანხმების შემთხვევაში, რა პირობებს შესთავაზებს პროკურატურა დაცვის მხარეს. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა, რამდენიმე დღის წინ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7-7 წელი აქვთ მისჯილი. გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. აქციის ორგანიზატორებს გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას და ბლოკირების მცდელობას და ასევე ჯგუფურ ძალადობას ედავება. აღნიშნულ საქმეზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.