4 ოქტომბრის საქმე – სასამართლო პროცესი
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესები გრძელდება.
დღეს მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და აბო ნავერიანის ეპიზოდებზე იმსჯელეს. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ნანა სანდერთან, ჯერ უცნობია. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოთხოვნით არ მიუმართავთ, პროკურატურა კი აცხადებს, რომ საპროცესო პირობებზე მოლაპარაკებები მომართვის საფუძველზე დაწყებულია. დღესვე პროცესზე ბრალდებამ ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ მას 5000 ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული.