4 ოქტომბრის საქმე - საპროცესო შეთანხმებები

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირიდან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. დანარჩენმა პირებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ, „4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ“.