4 ოქტომბრის საქმე – საპროცესო შეთანხმებები

12:09, 03.11.2026

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ კიდევ სამ პირს – ნინა სანდერსს, ანტონ ვარდანიძესა და ზურაბ ჭავჭანიძეს გაუფორმდებათ. სანდერსთან დაკავშირებით შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ გუშინ დააკმაყოფილა, ვარდანიძისა და ჭავჭანიძის საკითხზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. შესაბამისი პროცესი სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საპროცესო შეთანხმების თხოვნით, პროკურატურას თავად მსჯავრდებულებმა მიმართეს. სანდერსს, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გამო 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, სულ 64 პირი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა მათ დიდ ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მათ შორის პროცესების ორგანიზატორებად მიჩნეულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს.

მსგავსი