4 ოქტომბრის საქმე – საპროცესო შეთანხმება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთი წელი რეალური სასჯელია, ხოლო სამი წელი პირობითი. ასევე, საპროცესო შეთანხმება დადო პროკურატურასთან ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმაც. შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამი წლის, სამი თვისა და ორი დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც სამი წელი პირობითი სასჯელია. პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.