4 ოქტომბრის საქმე - გამოკითხვები სასამართლოში

გვიან დასრულდა გამოკითხვები საქალაქო სასამართლოში, სადაც საგამოძიებო უწყებას კითხვები დაკავებულ პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავასთან ჰქონდათ. მათ გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვეს. უფლებადამცველების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ძირითადად თბილისთან ახლოს, ტყეში აღმოჩენილი იარაღის შესახებ სვამდნენ კითხვებს. აღნიშნულ საქმეს ადვოკატებმა „შეთითხნილი და სუს-ის მიერ მოგონილი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. ბურჭულაძის ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ გამოკითხვაზე დაბარების რეალური მიზეზი დაკავებულების შეტყუება და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვების დასმა იყო.