თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერსისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენების ვიდეოჩანაწერებს იკვლევს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ნანა სანდერსი შიმშილობს და ის საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 10 პირს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება.