4 ოქტომბრის საქმე

15:19, 13.01.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის, ნინა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. პროკურატურამ დღეს 4 ოქტომბრის მოვლენების ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 10 პირს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ნინა სანდერმა, რომელმაც შიმშილობა დააანონსა. მისი თქმით, ის პოლიტპატიმარია.

მსგავსი