4 ოქტომბრის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს, ნინა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. პროკურატურამ დღეს 4 ოქტომბრის მოვლენების ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 პირს ბრალდება, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ნინა სანდერმა, რომელმაც შიმშილობა დააანონსა. მისი თქმით, ის პოლიტპატიმარია.