ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს , პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი იწყება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაა დაგეგმილი, კერძოდ საუბარია, ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევაზე. შეგახსენებთ, რომ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ედებათ, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.