4 ოქტომბრის საქმე

18:40, 16.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი მომდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლო პროცესზე, პროკურატურას 7 საათიანი ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი. ის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ამოღებული მასალაა. ვიდეო თავისუფლების მოედანზე პოლიტიკოსების, მათ შორის, მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის გამოსვლით იწყება და ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენებით გრძელდება. პროკურორის თქმით, მომდევნო სხდომაზე უკვე უშუალოდ იმ ვიდეო მასალას წარადგენს, სადაც აღნიშნული ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები ჩანს. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.  ამ ეპიზოდში ბრალდებულებს ბრალად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ედებათ, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე მათ ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.  ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი