4 ოქტომბრის საქმე 

18:20, 14.09.2026

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთი მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. შესაბამისად პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საქმის განხილვა  გადადო. საქმის პროკურორის თქმით, გვენცაძეს ერთწლიანი რეალური სასჯელი და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. გვენცაძე პენიტენციურ დაწესებულებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებიდან  დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა.  ლაშა ბერიძეს – 7 წლით, მურთაზ ზოდელავას – 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს – 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს – 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს – 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წლით, გური ჟვანიას – 5 წლით, ნიკა გვენცაძეს – 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას – 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი