4 ოქტომბრის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ამ ეპიზოდში ბრალდებულებს ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად, ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.