4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირების ნაწილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, ამ ეპიზოდზე ბრალდებული 13 პირიდან პასუხს 12 ელოდება. ერთმა პირმა, გიორგი კირვალიძემ უარი თქვა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე. სხდომა რამდენიმე წუთის წინ გადაიდო, რადგან ადვოკატებმა მოითხოვეს დრო, მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, პროკურატურასთან. გადაწყვეტილება მომდევნო ოთხშაბათს გახდება ცნობილი. საუბარია სიმონ მახარაძეზე, კახაბერ კვაჭანტირაძეზე, გია თოლორაიაზე, მიხეილ თოლორაიაზე, ავთანდილ თოფჩიშვილზე, იური ლომიძეზე, დავით გიუნაშვილზე, გიორგი ტალახაძეზე, ბექა მაჭავარიანზე, მანუჩარ მიქელაძეზე, საბა კორძაიაზე, და კობა ეპიტაშვილზე. მათ სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.