4 ოქტომბრის საქმე

15:36, 30.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილი, დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამს. მათი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებით გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. სახელმწიფო ბრალდება კი – გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები მტკიცდება. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

მსგავსი