4 ოქტომბრის საქმე
4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სხდომა. დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატების ნაწილი, სიტყვა თქვა პაატა ბურჭულაძემაც და აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამაყობს 4 ოქტომბერს გამართული „სახალხო კრებით“. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ედავება მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. სასჯელი 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.