4 ოქტომბრის საქმე

12:21, 23.04.2026

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დილიდან განიხილება პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სხდომა. დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით მიმართავს სასამართლოს. უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულება დაკავებულების წინააღმდეგ, ადვოკატები მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურნენ, სადაც, 4 ოქტომბრთან დაკავშირებით ისაუბრა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. სასჯელი 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი