4 ოქტომბრის საქმე

15:19, 02.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს და გაგრძელდება პაატა მანჯგალაძის დაკითხვა. ადვოკატების განცხადებით, საქმე პოლიტიკურია და საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

მსგავსი