რუსთაველის გამზირსა და ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში. როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ძალადობა მიუღებელია და ის გმობს ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომელიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს. გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვისაც“, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას. განცხადება გააკეთა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
რუსთაველის გამზირსა და ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს მმართველ გუნდშიც აფასებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალადობაში მონაწილე ყველა პირი არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე კი – ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.