4 ოქტომბრის მოვლენები - პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

რა იგეგმებოდა 4 ოქტომბერს და ვინ იყო ჩართული მშვიდობიანი დამხობის გეგმის შემუშავებაში – პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დაწყებული გამოძიების გარშემო გამოკითხვები გრძელდება.

დღეს საგამოძიებო უწყებაში მივიდა პაატა ბურჭულაძის გეგმის კრიტიკოსი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის გეგმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ჩართულობით მზადდებოდა. საპირისპიროს მტკიცება უწევს მშვიდობიანი დამხობის მხარდამჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ლიდერები მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარებაზე განმარტებებს ორგანიზატორებისგან ელოდებიან. წინა კვირას ათონელის სასახლესთან განვითარებულ პროცესებზე სასამართლოში მივიდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ნადიმ ხმალაძეც, რომელიც მშვიდობიანი დამხობის ასევე აქტიური მხარდამჭერი იყო. სანამ საორგანიზაციო კომიტეტის დაკავებული წევრები ნახსენებ ღალატზე და გეგმის ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრებენ, მანამდე გეგმის მხარდამჭერთა განცხადებებიდან საინტერესო დეტალები იკვეთება.