4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებებიდან ოთხი დღე გავიდა, თუმცა არჩევნების საღამოს განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მწვავე რეაქცია და კონკრეტული ფაქტების დაგმობა არ მოჰყოლია.
ერთადერთი, ვინც ათონელის რეზიდენციასთან მომხდარს გამოეხმაურა ეუთო-ა. ორგანიზაციის განცხადებაში 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებზე შეშფოთებაა გამოთქმული, მაგრამ არაფერია ნათქვამი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. სხვა საერთაშორისო აქტორების მსგავსად, ეუთო-ც მეტწილად ხელისუფლებას აკრიტიკებს. დასავლეთის დუმილი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მშვიდობიანი დამხობა გარე აქტორების წახალისებული იყო. „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და 4 ოქტომბრის მოვლენებს „გარე ძალებისგან წახალისებულს“ უწოდებს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პარტნიორების შეფასებები მისაღებია ოპოზიციისთვის. ოპონენტთა ნაწილი მთავარ აქცენტს არა 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების ავტორებზე, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აკეთებენ.