ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. დაკავებულებს ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.