4 ოქტომბრის არჩევნების შედეგები – შეფასებები

18:18, 06.10.2025

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების თემაა წაგებული არჩევნები და ვერშემდგარი „მშვიდობიანი დამხობით“ მიღებული შედეგები.

„თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა?“ – ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას. „გირჩში“ კი მიიჩნევენ, რომ „იმ სიგიჟეების შემდეგ, რაც ხაზარაძემ და „ლელომ“ აკეთეს, ხაზარაძის პოლიტიკიდან წასვლას ელოდებიან“. თავად „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი კი – მიიჩნევს, რომ „ლელომ“ საკრებულოებში თავისი კუთვნილი ადგილები უნდა დაიკავოს. კითხვაზე: „იმ ფონზე, რომ საკრებულოში აპირებთ მუშაობას, საპარლამენტო მანდატების დატოვება სწორი იყო?“-  სამადაშვილმა აღნიშნა: „რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს მინიჭებული.

„არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ხოლო ვინც დამხობას ცდილობდა, დამხობის იდეა დამარცხდა – რევოლუცია არ შედგა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მსგავსი