4 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია - შეფასებები

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია, თუ რა მოხდება 4 ოქტომბერს საქართველოში.

ოპოზიციის ნაწილი მშვიდობიანი რევოლუციისთვის ემზადება, ნაწილიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამ გზით „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის. მაგალითად „ლელო – ძლიერი საქართველო“ კი არჩევნებზე მისვლის შემდეგ, აქციაზე გასვლასაც არ გამორიცხავს. აქვე კეთდება განცხადებები, რომ ქუჩაში მდგომ მოსახლეობას, მმართველი გუნდი ვერ დაუპირისპირდება. მაგალითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე განმარტავს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანაზეც მსჯელობს. წითლიძის თქმით, აღნიშნული ხალხის დიდი რაოდენობის გამოსვლას უკავშირდება.

მმართველი გუნდისთვის ანა წითლიძის განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივი აქცია იგეგმება.