4 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია - შეფასებები

რა მოლოდინია ქვეყანაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ოპოზიციის ერთი ნაწილი მშვიდობიანი რევოლუციისთვის ემზადება, მეორე ნაწილი კი არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხებას გეგმავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოთხი ოქტომბრის საპროტესტო აქცია ქართველი ხალხის გამარჯვებისა და „ქართული ოცნების“ დამთავრების დღე იქნება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციაზე გასვლას არ გამორიცხავს „ლელო ძლიერი საქართველოც“. გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის ყოველგვარი რადიკალური პროცესი მიუღებელია. 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შესახებ მოლოდინები გადაჭარბებულია „გირჩისთვის“.