4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია – პრემიერის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასევე, კობახიძის განმარტებით, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს და ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებს. ასევე, პრემიერ მინისტრმა მოუწოდა ყველა პარტიას და სხვა გაერთიანებას, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანია, კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა.