თვითმმართველობის არჩევნები - პარტიების გეგმები
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება გრძელდება – ისევ უცნობია, ვინ იქნება „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის მერობის საერთო კანდიდატი. თუმცა, მათივე განმარტებით, მხარეები შეარჩევენ ისეთ წარმომადგენელს, რომელიც არა მხოლოდ მათი, არამედ იმ პარტიების ამომრჩევლების ხმებსაც მოიპოვებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებს.
კენჭისყრაში ჩაერთვება პარტია „გირჩიც“, თუმცა ჯერ უცნობია, ეყოლებათ თუ არა თბილისში მერობის კანდიდატი. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი ისევ პროტესტს აანონსებს 4 ოქტომბერს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. „ქართული ოცნება“ კი გამარჯვებაში დარწმუნებულია.