4 ოქტომბერი - ოპოზიციის გეგმები

4 ოქტომბერს ოპოზიცია კვლავ „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებს. მათი თქმით, ეს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას აზიანებს უნდა შეიცვალოს. ოპოზიციის ნაწილისთვის აღნიშნული განცხადებები და დაანონსებული დამხობა არასერიოზულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ხელისუფლების უკანონო მეთოდებით შეცვლას და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.