4 ოქტომბერი – ოპოზიციის გეგმა

15:06, 17.09.2025

ოპოზიციის ნაწილმა საზოგადოებას ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმის ახალ დეტალები გააცნო. აღინიშნა, რომ არჩევნების დღეს პროტესტი სამ სხვადასხვა ადგილას წარიმართება. იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც. პაატა ბურჭულაძემ ასევე დააზუსტა, რომ ოპოზიციას 20:00 საათისთვის ხელისუფლება უკვე გადაბარებული უნდა ჰქონდეს.

ამ გეგმას ეხმაურებიან სხვა ოპოზიციური პარტიები და მსგავს განცხადებებს არასერიოზულს უწოდებან. არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ კი აქციაზე გასვლას არ გამორიცხავენ პარტია „ლელოში“. მმართველ გუნდში ოპონენტებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი