4 ოქტომბერი – ოპოზიციის გეგმა
ხელისუფლება და ოპოზიციის ერთი ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი – „მშვიდობიან დამხობას“ გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გენერლები – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს და ქმედებებს. მათი თქმით, ვინც ქვეყანაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციებისგან, რომლებსაც ახალგაზრდებს ახვევენ თავს. „რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებს, ისინი კენჭისყრის გზით აპირებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს პარტია „გირჩი“. მმართველი გუნდი კი გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ნებისმიერ გადაცდომას ექნება რეაგირება.